ავტორი:

დონბასის ნაწილს "დონილენდს" დაარქმევენ? - რას სთავაზობენ აშშ-ს უკრაინელები ტრამპის მხარდაჭერის მოსაპოვებლად

დონბასის ნაწილს "დონილენდს" დაარქმევენ? - რას სთავაზობენ აშშ-ს უკრაინელები ტრამპის მხარდაჭერის მოსაპოვებლად

უკრაინელი ოფიციალური პირები განიხილავენ, რომ დონბასის რეგიონის გარკვეულ ნაწილს "დონილენდი" დაარქვან. მიზეზი კი ტრამპის მხარდაჭერის და კეთილგანწყობის მოპოვებაა.

ინფორმაციას ამის შესახებ "ნიუ იორკ-თაიმსი" აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, ეს თემა ერთ-ერთმა უკრაინელმა მომლაპარაკებელმა აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას თავდაპირველად ხუმრობით ახსენა, თუმცა შემდეგ, უფრო სერიოზული სახე მიიღო და მომდევნო მოლაპარაკებების დროსაც არაერთხელ, უკვე სერიოზულად ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტებში "დონილენდი" ნახსენები არ არის.

  • მედიის ცნობით, ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ChatGPT-იც კი გამოიყენა წარმოსახვითი მინი-სახელმწიფოსთვის ეროვნული ჰიმნისა და დროშის შესაქმნელად.

უკრაინელი მომლაპარაკებლები თვლიდნენ, რომ ტრამპის სახელის დაკავშირება უკრაინის ტერიტორიასთან მას უბიძგებდა მოსკოვის ტერიტორიული მოთხოვნების წინააღმდეგ წასვლისკენ.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის ამერიკელების რეაქცია უკრაინელი კოლეგების ამ ინიციატივაზე.