ავტორი:

აშშ-ში დაგეგმილ G20-ის სამიტს პუტინი დაესწრება? - კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი "უმაღლეს დონეზე" მიიწვიეს

აშშ-ში დაგეგმილ G20-ის სამიტს პუტინი დაესწრება? - კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი "უმაღლეს დონეზე" მიიწვიეს

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა აშშ-ში დაგეგმილ "დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ პანკინის ცნობით, რუსეთმა ოფიციალური მიწვევა მიიღო, თუმცა დასწრების შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"უმაღლეს დონეზე მოწვევა არსებობს, მაგრამ ამას სამიტის თარიღის მოახლოებისას განვიხილავთ. ღმერთმა იცის, იქამდე რა მოხდება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ სამიტი ქალაქ მაიამიში 14-15 დეკემბერს არის დაგეგმილი.