გიბრალტარის სრუტე, რომელიც ევროპისა და აფრიკის კონტინენტებს ერთმანეთისგან ყოფს, საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი და კონფლიქტების ადგილი იყო.
ამ ისტორიის კვალი განსაკუთრებით კარგად ჩანს სრუტის აღმოსავლეთით მდებარე ალხესირასის ყურეში, რომელსაც ხშირად გიბრალტარის ყურესაც უწოდებენ. დღეს ეს ტერიტორია ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძია ტრანსატლანტიკური გადაზიდვებისთვის, განსაკუთრებით ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულებით.

ყველა მათგანი სხვადასხვა ეპოქასა და ცივილიზაციას მიეკუთვნება, მათ შორის უძველეს პუნიკურ ცივილიზაციას, ასევე რომაულ, შუა საუკუნეებსა და თანამედროვე პერიოდებს.
მკვლევრების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ და საარქივო წყაროებში ათასობით საზღვაო კატასტროფაა აღწერილი, მათი დიდი ნაწილი დღემდე არ არის აღმოჩენილი. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ წყალქვეშა არქეოლოგიური კვლევები ამ რეგიონში შედარებით შეზღუდულად მიმდინარეობდა.

არქეოლოგ ფელიპე სერესო ანდრეოს თქმით, ყველაზე ძველი გემი ძვ.წ. V საუკუნით თარიღდება. მისი განმარტებით, გემს სამხრეთ ესპანეთის ქალაქ კადისში წარმოებული თევზის სოუსი — იმ დროისთვის მნიშვნელოვან სავაჭრო პროდუქტი — გადაჰქონდა. რაც შეეხება უფრო გვიანდელ პერიოდს, ანდრეოს შეფასებით, განსაკუთრებით საინტერესოა ნაპოლეონის ომების ეპოქის ჩაძირული გემები. ეს ხომალდები მე-19 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთსა და მის ევროპელ მოწინააღმდეგეებს შორის მიმდინარე საზღვაო დაპირისპირებების ნაწილია და მათი აღმოჩენა რეგიონის სამხედრო ისტორიის უკეთ გააზრებასაც უწყობს ხელს.
არქეოლოგებმა კვლევაში გამოიყენეს თანამედროვე გეოფიზიკური მეთოდებიც. მათ შორის იყო მრავალსხივიანი ექოზონდერი — ტექნოლოგია, რომელიც ხმის ტალღების დახმარებით ზღვის ფსკერის სამგანზომილებიან რუკას ქმნის.
მკვლევრების თქმით, კლიმატის ცვლილება უკვე გავლენას ახდენს ოკეანის დინებებსა და ყურეში ნალექის გადაადგილებაზე. სწორედ ამ პროცესების შედეგად უფრო მარტივი ხდება იმ ჩაძირული გემების გამოვლენა, რომლებიც ადრე ზღვის ფსკერზე ნალექით იყო დაფარული.