ავტორი:

"მის ულვაშს საკუთარი სიცოცხლე აქვს და დამოუკიდებლად ცხოვრობს" - ვინ არის თურქი პოლიტიკოსი, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

"მის ულვაშს საკუთარი სიცოცხლე აქვს და დამოუკიდებლად ცხოვრობს" - ვინ არის თურქი პოლიტიკოსი, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

თურქი პოლიტიკოსი, ორჰან ავჯი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა არა პოლიტიკური დღის წესრიგის, არამედ "ლეგენდარული ულვაშის" წყალობით.

  • საზოგადოების ნაწილი მისი ფოტოების კომენტარებში წერს, რომ ორჰანის ულვაშს "საკუთარი სიცოცხლე აქვს და დამოუკიდებლად ცხოვრობს".

ავჯის ფოტო მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კარლიოვაში, "მშვიდობის პარტიის" რაიონულ თავმჯდომარედ დაინიშნა. მისი ფოტო თავდაპირველად ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა.

მანამდე ავჯის ერთ-ერთი ადგილობრივი სოფლის თავკაცის თანამდებობა ეკავა და ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ასეთ პოპულარობას მოიპოვებდა.

მას შემდეგ რაც პოლიტიკოსის ფოტო სოციალურ ქსელში გამოჩნდა, მას ათასობით გაზიარება და კომენტარი მოუგროვდა. საზოგადოებას ყურადღება არ მიუქცევია უშუალოდ მისი კარიერული წინსვლისთვის, რადგან ულვაშმა ყველაფერი გადაფარა.

ზოგიერთი წერს, რომ ბატონი ორჰანი ტაშს იმსახურებს იმის გამო, რომ იდეალურად უვლის ულვაშს, ზოგიერთის აზრით კი, პოლიტიკოსს ალბათ ყოველი ჭამის დროს "ნამდვილი ბრძოლის გატანა უწევს".