ავტორი:

ქონება ავტომობილის გარეშე, ორი ბინა და იპოთეკური სესხი - ოჯახი, განათლება და პროფესიული გამოცდილება: რა არის ცნობილი აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეზე

ქონება ავტომობილის გარეშე, ორი ბინა და იპოთეკური სესხი - ოჯახი, განათლება და პროფესიული გამოცდილება: რა არის ცნობილი აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეზე

მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს მანამდეც იკავებდა. კერძოდ, 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე. ზურაბ პატარაძე ამჟამად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

  • ვინ არის ზურაბ პატარაძე?

ზურაბ პატარაძე 1973 წლის 12 თებერვალს, ბათუმში დაიბადა.

ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, დიპლომატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე, 2018 წლის 29 აგვისტოდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მისი მეუღლე სოფია ბაკურაძეა. წყვილს 4 შვილი ჰყავს.

  • განათლება

1994 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობა.

2007 - ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა.

  • პროფესიული გამოცდილება

08/2018 - დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

2016 (15 ივლისიდან) - 2018 (21 ივლისამდე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

2013 - 2016 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში.

2012 - 2013 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში.

2011 - 2012 - საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი).

2011 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

2009 - 2010 - საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკში.

2009 (4 მარტიდან - 1 მაისამდე) - რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული.

2007 - 2009 - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული.

2004 - 2007 - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი.

2000 - 2004 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.

2000 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი.

1996 - 2000 წლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

1994 - 1996 წლებში, ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურები.

განათლება1994 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობა.

2007 - ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა.

  • რა ქონებას ფლობს ზურაბ პატარაძე

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით დაიკავებს ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს.

ინფორმაციისთვის, პატარიძემ ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ივლისში შეავსო. დოკუმენტი ასახავს მის ქონებრივ მდგომარეობას 2024 წლის განმავლობაში, რა დროსაც პატარიძე აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძის საკუთრებაშია ორი ბინა, აქედან, ერთი ბინა ქობულეთში მემკვიდრეობით აქვს მიღებული, მეორე ბინა კი თბილისში 2008 წელს 280 000 ლარად შეიძინა.

ამასთანავე, მისი მეუღლის საკუთრებაშია ორი საცხოვრისი, საიდანაც თბილისში მდებარე ბინა ჩუქებით მიიღო, ხოლო წავკისში საცხოვრებელი სახლი 2023 წელს 380 000 დოლარად შეიძინა...განაგრძეთ კითხვა