ირანის უკანასკნელი შაჰის ქვეყნიდან განდევნილი ვაჟი, გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც მას აქტივისტი დაუპირისპირდა.
მას შემდეგ, რაც რეზა ფეჰლევმა ბერლინის ცენტრში მდებარე ფედერალური პრესკონფერენციის შენობა დატოვა და დაცვის თანხლებით მომლოდინე მანქანისკენ გაემართა, ზურგიდან აქტივისტი მიუახლოვდა და წთელი სითხე შეასხა.


მედიაში ვრცელდება ვიდეო კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ასხამს აქტივისტი ირანის პრინცს სითხეს. როგორც მედია წერს, აქტივისტი ფეჰლევს ირანის ომის შესახებ, მისი პოზიციის გამო დაუპირისპირდა

პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. ფეჰლევი კი ინციდენტის შემდეგ თავის სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა.

იმავე დღეს უფრო ადრე, ფეჰლევიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანზე განხორციელებული აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებისადმი მხარდაჭერა და სამხედრო კამპანიას “ჰუმანიტარული ინტერვენცია უწოდა, რომელიც აუცილებელია არსებული რეჟიმის დასამხობად“.