ავტორი:

“უზმოზე თაფლიანი წყალი არც იმუნიტეტს აძლიერებს და არც სხვა რაიმე სარგებელი აქვს“ - მაია ბუწაშვილი სამედიცინო მითების შესახებ

“უზმოზე თაფლიანი წყალი არც იმუნიტეტს აძლიერებს და არც სხვა რაიმე სარგებელი აქვს“ - მაია ბუწაშვილი სამედიცინო მითების შესახებ

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სამედიცინო მითების შესახებ საუბრობს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაზავის - თაფლიანი წყლის შესახებ წერს.

  • მისი თქმით, “თაფლიანი წყალი“ არათუ არ აძლიერებს იმუნიტეტს, არამედ არანაირი დადებითი შედეგი არ აქვს ორგანიზმისთვის.

“სამედიცინო მითებს შორის ამჟამად ერთ-ერთი საყოველთაოდ გავრცელებული: “უზმოზე თაფლიანი წყალი აძლიერებს იმუნიტეტს”. ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, არც ბიოლოგიური მექანიზმი. საიდან მოვიდა და პირველად ვინ გამოიგონა, კაცმა არ იცის.

არც იმუნიტეტს აძლიერებს და არც სხვა რაიმე სარგებელი აქვს,“ - წერს ბუწაშვილი.