ავტორი:

დედით ქართველი, მამით ოსი: "...ხშირად ჩადიოდა თბილისში" - "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა 27 წლის თამაზ გოლოევია

დედით ქართველი, მამით ოსი: "...ხშირად ჩადიოდა თბილისში" - "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა 27 წლის თამაზ გოლოევია

22 აპრილს სუს-მა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება.

  • მათი ცნობით, დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას უცხოური სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის ​დაკავებულ ​პირს დავალებული ​ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით:-​ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.

-​ საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც გადაბირებულ იქნენ იმავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციებს შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას" - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული ახალგაზრდა 27 წლის თამაზ გოლოევია (გოლოთი), ის ახალგორელია. მამით ოსი და დედით ქართველი თამაზი ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.

გამოცემას დედა უყვება, რომ შვილის დაკავების შესახებ ტელევიზიიდან გაიგო.

„მგონია, რომ ტყუილად აბრალებენ“, - ამბობს თამაზის დედა და ამატებს, რომ შვილისთვის არაფერი საეჭვო არ შეუმჩნევია.

კითხვაზე, ხომ არ შეუნიშნავს მის შვილს თვალთვალი, გვპასუხობს:

„არა, ეგეთი რამე რომ ყოფილიყო, ასე თავისუფლად არ ივლიდა“...(ნახეთ სრულად სტატია)

დაკავებულს ბრალდება ჯაშუშობისთვის წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ასევე: