ავტორი:

"მოხარული ვარ, რომ მომეცა კიდევ ერთი შანსი" - ნიკოლ ფაშინიანი ანა ჰაკობიანს შეურიგდა: ფიქტიური გაყრა თუ სიყვარულის მეორე შანსი?

"მოხარული ვარ, რომ მომეცა კიდევ ერთი შანსი" - ნიკოლ ფაშინიანი ანა ჰაკობიანს შეურიგდა: ფიქტიური გაყრა თუ სიყვარულის მეორე შანსი?

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირად ცხოვრებაში დრამატული ცვლილებებია. ორთვიანი სკანდალური განშორების შემდეგ, პრემიერმა საჯაროდ აღიარა, რომ ის და მისი მეუღლე, ანა აკობიანი შერიგდნენ. წყვილი, რომელიც 26 წელია ერთად არის, 19 აპრილს კვლავ ერთად შენიშნეს, რამაც საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა.

"პატივს ვცემდი, მაგრამ არ ვეთანხმებოდი" - ფაშინიანის აღსარება

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვას ოჯახური მდგომარეობის შესახებ ფაშინიანმა გულახდილად უპასუხა. მისი თქმით, თებერვალში ანა ჰაკობიანის მიერ გაკეთებული განცხადება დაშორების შესახებ მისთვის მისაღები არ ყოფილა.

„როდესაც ანამ განქორწინების შესახებ გამოაცხადა, მე ვთქვი, რომ პატივს ვცემდი მის გადაწყვეტილებას, თუმცა არ მითქვამს, რომ ამას ვეგუებოდი. ბუნებრივია, მთელი ამ დროის განმავლობაში ძალისხმევას არ ვაკლებდი, რომ ოჯახი შემენარჩუნებინა. მოხარული ვარ, რომ ეს მოხდა და მომეცა კიდევ ერთი შანსი, რომ ჩვენი ოჯახი კვლავ ერთად იყოს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პოლიტიკური გათვლა თუ ნამდვილი გრძნობები?

სომხურ მედიასა და სოციალურ ქსელებში უკვე გაჩნდა ეჭვები, რომ ეს "ოჯახური დრამა" შესაძლოა წინასაარჩევნო პიარ-კამპანიის ნაწილი იყოს. ივნისში სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

კონსპიროლოგიური თეორიების მომხრეები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:

"მიტოვებული ქმრის" როლი, რომელიც იბრძვის ოჯახის გადასარჩენად, ყოველთვის იწვევს ემოციურ მხარდაჭერას კონსერვატიულ ამომრჩეველში. ასევე პირადი სკანდალით პოლიტიკური კრიზისებიდან ყურადღების გადატანა აპრობირებული მეთოდია. ისმის ვარაუდებიც, რომ თუ წყვილი ოფიციალურ ქორწინებასაც დაგეგმავს (რადგან ისინი წლებია სამოქალაქო ქორწინებაში არიან), ეს ფაშინიანის რეიტინგს კიდევ უფრო გაზრდის.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება ეს „ოჯახური დაბრუნება“ ივნისის არჩევნების შედეგებზე, თუმცა ფაქტია - ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ მოახერხა, რომ მთელი ქვეყანა მის პირად ცხოვრებაზე ალაპარაკებულიყო.