ავტორი:

ახალი ვარსკვლავური წყვილი - ამერიკული მედიის ცნობით, ჰარი სტაილსი და ზოი კრავიცი რვათვიანი რომანის შემდეგ დაინიშნნენ

ახალი ვარსკვლავური წყვილი - ამერიკული მედიის ცნობით, ჰარი სტაილსი და ზოი კრავიცი რვათვიანი რომანის შემდეგ დაინიშნნენ

ამერიკული მედიის ინფორმაციით, მომღერალი ჰარი სტაილსი და მსახიობი ზოი კრავიცი რვათვიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნენ.

გამოცემა Page Six-ის ცნობით, წყვილი ურთიერთობას რამდენიმე თვის განმავლობაში მალავდა, თუმცა ახლა უკვე აქტიურად განიხილავენ ქორწინების გეგმებს. ოფიციალური კომენტარი არც ერთ მხარეს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ნიშნობის შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ზოი კრავიცი, ლონდონში, ბრილიანტის ბეჭდით შენიშნეს. ბოლო თვეების განმავლობაში დასავლურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ წყვილმა ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა. გავრცელებული ცნობები ამ ეტაპზე ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა მათი საჯარო გამოჩენები და ახალი დეტალები ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.

მათი ურთიერთობა გასული წლის აგვისტოში დადასტურდა, მას შემდეგ რაც ინსაიდერებმა ისინი სოჰოში შენიშნეს. მოგვიანებით წყვილი რომშიც დააფიქსირეს — ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ისინი იტალიის დედაქალაქის ქუჩებში სეირნობისას გადაიღო.

მედიის ცნობით, წყვილმა შობა ერთად გაატარა ჰარი სტაილსის ოჯახის სახლში, შემდეგ კი ახალი წლის აღსანიშნავად ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრა.

წყარო