ავტორი:

ამერიკელ სამხედროს ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც მან მადუროს გადაყენებაზე ფსონი დადო და 400 000 დოლარი მოიგო

ამერიკელ სამხედროს ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც მან მადუროს გადაყენებაზე ფსონი დადო და 400 000 დოლარი მოიგო

აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცი, რომელიც ნიკოლას მადუროს დაკავების სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა, დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან ვენესუელის ყოფილი ლიდერის გადაყენებაზე მანამ დადო ფსონი, სანამ ეს ინფორმაცია საჯარო გახდებოდა.

  • აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) ბრალი განონ კენ ვან დაიკს წაუყენა. როგორც მედია წერს, მან კრიპტო-პლატფორმა Polymarket-ზე ფსონი საიდუმლო ინფორმაციაზე დაყრდნობით დადო.

“ეს არის აშკარა ინსაიდერული ვაჭრობა და ფედერალური კანონმდებლობით უკანონოა“, - განაცხადეს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

ვან დაიკმა, რომელიც არის აშშ-ის არმიის მოქმედი ჯარისკაცი და მსახურობს ფორტ ბრეგში (Fort Bragg), ჩრდილოეთ კაროლინაში, თავისი ფსონების შედეგად 409 000 დოლარზე მეტი მოიგო.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ვან დაიკს ბრალი ედება:

  • კონფიდენციალური სამთავრობო ინფორმაციის უკანონო გამოყენებაში პირადი სარგებლისთვის;
  • არასაჯარო სამთავრობო ინფორმაციის ქურდობაში;
  • თაღლითობაში სასაქონლო ბირჟაზე;
  • ელექტრონულ თაღლითობასა და უკანონო ფულადი ტრანზაქციის განხორციელებაში;

შეგახსენებთ, ამერიკულმა ძალებმა მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, კარაკასში მდებარე მათი რეზიდენციიდან ღამის რეიდის შედეგად 3 იანვარს შეიპყრეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს. მათ იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობა ედებათ ბრალად.

წყარო