ნამდვილი ლიტერატურული დღესასწაული - თბილისის წიგნის ბაზრობა დასასრულს უახლოვდება. მხოლოდ დღეს და ხვალ, შესაძლებლობა გაქვთ, მოიმარაგოთ საკითხავი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, საუკეთესო შეთავაზებებით, რომლებიც „პალიტრა L“-ის სტენდთან გელოდებათ.
გამომცემლობამ სპეციალურად ღონისძიებისთვის მოგიმზადათ საჩუქარი, ნებისმიერ შენაძენზე. აპრილი წიგნის ჩუქების თვეა, ამიტომ „პალიტრა L“-ი ყველა თქვენგანს სწორედ წიგნით დაასაჩუქრებს. ასევე, 26 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ ისარგებლოთ 30%-იანი ფასდაკლებით როგორც თბილისის წიგნის ბაზრობაზე, ასევე გამომცემლობის ვებგვერდსა და აპლიკაციაში.
ასევე, დღეს, 25 აპრილს, 17:00 საათზე თბილისის წიგნის ბაზრობის პატარა სტუმრებს ელოდებათ კუპატას კითხვის საათი, გიორგი კეკელიძისგან.
26 აპრილს, 17:00 საათზე ბაკურ გაბუნია წარადგენს წიგნს - ,,სპილო ბაქანზე''. 18:00 საათი- სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი გიმასპინძლებთ - ნაწყვეტზე, გიორგი კეკელიძის მოთხრობის - „კუპატას თავგადასავლის“ მიხედვით დადგმული, ამავე სახელწოდების სპექტაკლიდან.
თბილისის წიგნის ბაზრობაზე „პალიტრა L-სგან“ გელოდებათ სიახლეებიც. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და საინტერესო სერია - „გზაჯვარედინი“, რომელიც შეიქმნა სპეციალურად მათთვის, ვინც მოზარდობის ასაკს გადააბიჯა და ზრდასრულობის პერიოდში ახალი ხედვებითა და ინტერესებით შედის. სიახლეებია სერია „წლის ბესტსელერშიც“ - გამოიცა ისეთი წიგნები, როგორიცაა: რებეკა კუანგი - „ყვითელსახა“ (მწვავე სატირა ლიტერატურულ ინდუსტრიაზე, იდენტობის კრიზისსა და სოციალური მედიის გავლენაზე); ტოშიკაძუ კავაგუჩი - „სანამ ყავა გაცივდება“ (იაპონელი დრამატურგის სრულიად ახალი მიდგომა დროში მოგზაურობის თემაზე, სრულიად ახლებური, მინიმალისტური კუთხით).
კიდევ ერთი ტომი დაემატა სერიას - „ომებსა და ადამიანებზე“. თბილისის წიგნის ბაზრობაზე ჰანს ფალადას რომანს, „სიკვდილის დროს ყველა მარტოა“, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული.
ამ და სხვა სიახლეების აღმოსაჩენად გაეცანით საფესტივალო კატალოგს. ესტუმრეთ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონს და არ გამოტოვოთ სიურპრიზები და აქციები გამომცემლობა „პალიტრა L“-სგან!
R