გარდაიცვალა თბილისის N146 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე დანიალ ბაზაზი, ამის თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში სკოლის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
"ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მე-9დ კლასის მოსწავლე, დანიალ ბაზაზი.
სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები სამძიმარს ვუცხადებთ დანიალის ოჯახს" - ნათქვამია N146 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
როგორც გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ამბობენ, დანიალს ჯანმრთელობის პრბლემები ჰქონდა.
"ღმერთო, ნათელი მის სულს! ჩემ თვალწინ დალია ბავშვმა სული... თვალებიდან არ ამომდის. უცბად გული გაუჩერდა, სადარბაზოში დაეცა..." - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
"უდიდესი, უეცარი ტრაგედია! დაუჯერებელია! ვტირით მთელი სკოლა, კლასი! ნათელი შენს სპეტაკ სულს! რატომ ასე ადრე? ღმერთს ებარებოდე, დანი! ვუსამძიმრებთ ოჯახს!" - ვკითხულობთ კიდევ ერთ სამძიმრის პოსტში.