პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გრიგორიადისი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გრიგორიადისი ბარის თანამშრომლებს დაემუქრა, რომ მათ მოკლავდა.
შეგახსენებთ, აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 2024 წლის 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამავე დღეს ცნობილი გახდა მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, მან ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა.