მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატო-ში ესპანეთის წევრობის შეჩერება სურს. თუმცა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განმარტავენ, რომ ორგანიზაციის დამფუძნებელი დოკუმენტი წევრობის შეჩერებას ან ქვეყნის გარიცხვას არ ითვალისწინებს. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ირანთან ომის საკითხზე ესპანეთის პოზიციის გამო, აშშ-მა შესაძლოა ალიანსში მისი სტატუსის გადახედვა სცადოს.
სააგენტო Reuters-ი ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პენტაგონის შიდა მიმოწერაში შემოთავაზებულია ზომები იმ მოკავშირეების დასასჯელად, რომლებმაც აშშ-ის შეფასებით, ირანის წინააღმდეგ კამპანიას მხარი არ დაუჭირეს.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-მა შესაძლოა გადახედოს თავის პოზიციას ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით, რომლებზეც პრეტენზიას დიდი ბრიტანეთი და არგენტინა აცხადებენ.
ნატო-ს წარმომადგენელმა BBC-ისთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულება არ შეიცავს არანაირ დებულებას წევრობის შეჩერების ან გარიცხვის შესახებ“
პენტაგონსა და ბრიტანეთის მთავრობას აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
მას შემდეგ რაც აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომი და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა დაიწყო. დონალდ ტრამპმა ნატოელ მოკავშირეები არაერთხელ გააკრიტიკა. აშშ- პრეზიდენტის უკმაყოფილება განსაკუთრებით ესპანეთის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც მან უარი განაცხადა, დაეთმო თავისი ავია ბაზები (როტა და მორონი) ირანზე თავდასხმებისთვის და საკუთარი საჰაერო სივრცე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისთვის ჩაკეტა.
ლიდერების გამოხმაურება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, Reuters-ის ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა რომ “ესპანეთის არ აინტერესებს ელექტრონულ მიმოწერებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია და ქვეყნის მთავრობა მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტებითა და აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოზიციით ხელმძღვანელობს“. სანჩესმა ასევე დასძინა, რომ “ესპანეთი მზად არის მოკავშირეებთან თანამშრომლობისთვის, თუმცა "მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“.“