ავტორი:

ანრი მექვაბიშვილი მამა გახდა - რას წერს ფეხბურთელი?

ანრი მექვაბიშვილი მამა გახდა - რას წერს ფეხბურთელი?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანზორ (ანრი) მექვაბიშვილი მამა გახდა - ამის თაობაზე ინფორმაციას "ინსტაგრამგვერდზე" ფეხბურთელი ავრცელებს.

"23.04.2026 - ელიზაბეტ მექვაბიშვილი", - წერს ის.

როგორც პოსტიდან ჩანს, გოგონა ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა.

შეგახსენებთ, ანრი მექვაბიშვილი 2025 წლის მაისში დაქორწინდა ანი პირტახიაზე.