ინტერნეტში გამაოგნებელი ავარიის ამსახველი კადრები გავრცელდა, რომელშიც ჩანს როგორ გადაუარა შემთხვევით სამტონიანმა პიკაპმა £250,000-ად შეფასებულ Lamborghin-ს მაშინ, როდესაც მისი მძღოლი ჯერ კიდევ მანქანაში იმყოფებოდა. პიკაპს ქალი მართავდა.

შოკისმომგვრელ ვიდეოში ჩანს, გიგანტური ავტომობილის სიმძიმის ქვეშ “Lamborghini Huracán“-ი წამებში გაიჭყლიტა, პიკაპის მძღოლმა უკან დახევა სცადა, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც პანიკაში ჩავარდნილი მანქანიდან გადმოხტა და თავში ხელები წაიშინა.


Lamborghini-ს მფლობელის მიერ გადაღებულ კადრებში ავტომობილის სრულად დაჭყლეტილი წინა ნაწილი და ჩამსხვრეული საქარე მინა ჩანს. თავად მძღოლმა სასწაულებრივად მოახერხა უვნებლად გადარჩენა. მოგვიანებით, პიკაპის სუპერქარიდან მოსახსნელად ამწე გამოიძახეს. დრამატული პროცესის გადასაღებად კი უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანი შეიკრიბა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ლამბორგინის“ მძღოლი, კუბური წარმოშობის მეწარმე რამონ ფერერი, საპარკინგე ადგილს ეძებდა, როდესაც კუთხიდან მოდიფიცირებული პიკაპი გამოჩნდა, ამაღლებული კაბინის გამო მისმა მძღოლმა წინ მდგარი დაბალი სპორტული ავტომობილი უბრალოდ ვერ დაინახა და ზედ შესდგა.