"ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩათი აღფრთოვანებულია
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ოლივიე რუიემ L'Equipe TV-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აღფრთოვანებულმა ისაუბრა და კითხვაზე უპასუხა, არის თუ არა ქართველი ამჟამად პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელი. მისმა პასუხმა გადაცემის წამყვანები ცოტა არ იყოს გააკვირვა და უკმაყოფილო დატოვა:
"კვარაცხელიას მთავარი ამოცანა, ბურთის დაკარგვის შემდეგ მისი დაბრუნებაა. ვერ ვხედავ, რომ სხვები იმავეს აკეთებდნენ. ისეთივე ფორმაშია, როგორშიც გასულ სეზონში უსმან დემბელე იყო. წარმოუდგენლად გადამწყვეტია. ჩემი ნება რომ იყოს, დღესვე გადავცემდი "ოქროს ბურთს“. გააგრძელეთ კითხვა