ავტორი:

წებოვანი ლენტით სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული 169 აბი - როგორ ცდილობდა 39 წლის მამაკაცი ქუთაისის აეროპორტის გავლით ნარკოტიკის შემოტანას?

წებოვანი ლენტით სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული 169 აბი - როგორ ცდილობდა 39 წლის მამაკაცი ქუთაისის აეროპორტის გავლით ნარკოტიკის შემოტანას?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

პოლიციამ 1987 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა, რომელიც ერთ-ერთი რეისით ჩამოფრინდა. შემოწმებისას მგზავრს 169 აბი სხვადასხვა ნარკოტიკი სხეულზე წებოვანი ლენტით ჰქონდა შემოხვეული, მათ შორის იყო "პრეგაბალინი" და "სუბოქსინი", ასევე ფსიქიოტროპული საშუალებები.

ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის და გავრცელების მცდელობის ფაქტი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს. პოლიციამ დანაშაულის დამადასტურებელი ნივთმტკიცებები უკვე მოიპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.