ავტორი:

სასტიკი მკვლელობა თბილისში - დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა: რა დეტალებია ცნობილი

სასტიკი მკვლელობა თბილისში - დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა: რა დეტალებია ცნობილი

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 აპრილს, თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე ბინაში, ბრალდებულმა, ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით ( განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: