დღესდღეობით მსოფლიო ახალმა მოდამ მოიცვა - პრეპარატები, რომლებიც წონაში სწრაფ კლებას გვპირდებიან, სოციალურ ქსელებსა თუ ყოველდღიურ საუბრებში მთავარი თემაა. თუმცა, რამდენად უსაფრთხოა ეს „ჯადოსნური“ საშუალებები და რა ფასი შეიძლება გადაიხადოს ადამიანმა თვითნებური გადაწყვეტილების გამო?
"ოზემპიკი“ და „მუნჯარო“ არის მხოლოდ და მხოლოდ მოდა, რასაც ბევრი აღნიშნავს და გამოიყენება მხოლოდ კლებისთვის, თუ არის რეალურად სამედიცინო რევოლუცია? მე არაერთხელ მომიყოლია ჩემი პირადი ქეისი, რასაც დღეს აუცილებლად კიდევ ერთხელ მოვყვები.
მე მახსოვს, შენ როგორი წინააღმდეგი იყვნენ ენდოკრინოლოგები, რომ მე „ოზემპიკი“ გამომეყენებინა, მახსოვს ის ძალიან დიდი წინააღმდეგობა ლაშა უჩავას მხრიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან არა ექიმურად მოვიქეცი, არ დავუჯერე. დავიკელი 21 კილო „ოზემპიკით“ და აღმოვჩნდი საბოლოოდ საოპერაციო მაგიდამდე.“ - ამბობს ჯაფაფრიძე.
წაიკითხეთ ასევე: