ავტორი:

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში საცხოვრებელ შენობას დრონი მოხვდა - არიან დაშავებულები

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში საცხოვრებელ შენობას დრონი მოხვდა - არიან დაშავებულები

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში საცხოვრებელ შენობას დრონი მოხვდა, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

  • რუსეთის სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორის, დენის პასლერის ინფორმაციით, ქალაქ ეკატერინბურზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამედიცინო დახმარება ექვს ადამიანს აღმოუჩინეს“, - განაცხადა სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორმა.

გუბერნატორის ცნობით, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.