ავტორი:

ქვიშის ქარიშხალმა ქუჩები "შთანთქა" - ფოტოები სიბნელეში ჩაძირული ჩინური ქალაქიდან

ქვიშის ქარიშხალმა ქუჩები "შთანთქა" - ფოტოები სიბნელეში ჩაძირული ჩინური ქალაქიდან

ჩინეთის სინძიანის რეგიონში ძლიერი ქვიშის ქარიშხალი დაფიქსირდა, რომელმაც ქალაქის ჰორიზონტი წამებში დაფარა.

კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მკვრივი, მაღალი მტვრის ღრუბელი და მალევე მთლიანად შთანთქავს ქუჩებსა და შენობებს. ქარიშხალმა ხილვადობა მკვეთრად შეამცირა და გადაადგილება გაართულა.

ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქარის სიჩქარე წამში 25.2 მეტრს აღწევდა. ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შენობები და ქუჩები მტვრის სქელ ღრუბელშია გახვეული.

რა იწვევს ქვიშის ქარიშხალს?

როცა მზე ძლიერად ათბობს მიწას ზედაპირთან ჰაერი ცხელდება და ზემოთ იწევს, რაც ჰაერის წნევის სხვაობას ქმნის.

ამ განსხვავების გამო ჩნდება ძლიერი ქარი, რომელიც იწყებს მშრალი და ფხვიერი ნიადაგიდან ქვიშისა და მტვრის ნაწილაკების აყრას. ეს ნაწილაკები სწრაფად გადაადგილდება — ძირითადად მიწასთან ახლოს, თუმცა ზოგჯერ ჰაერში მაღლაც იწევა.

ქვიშისა და მტვრის სქელი ღრუბელი ხშირად ბლოკავს მზის სხივებს და ხილვადობას თითქმის ნულამდე ამცირებს.

წყარო