ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში ნახმარ ბოთლებში ჩასხმული რძის საფრთხის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს.
"ისევ ნახმარ ბოთლში ჩასხმული რძე... რა საფრთხეებია - ველური მიდგომა თუ გაჭირვება ან გონებრივი ჩამორჩენილობა?
- რა უჭირს, რას დასდევთ გლეხს?...
თუ ვინმე სოფელზე და ნატურალურ პროდუქტზე არის შეყვარებული, ვერავინ შემედრება. 27 წელია პარტიზანულ სოფლის პროდუქტს ვიკვლევ და ვქომაგობ,,,
ახლა მთავარი! წლების წინ თავად დაავადდი ნაწლავის ჩხირებით, სანამ გავიგე, რომ განურჩევლად არ უნდა ჩამეყარა შეუმოწმებელი რძის პროდუქტები.
ასევე ყველის სტაფილოკოკით მოიწამლა ჩემი ისედაც ურთულესი დაავადების მქონე შვილი და 4 დღე კომაში იყო.
საკუთარ მაგალითს გიყვებით ადამიანებო!
მე არ მაქვს უფლება ეს დავმალო! ვესაუბრე ბებოს, ვეფერე, ხვალ მოვუტან ერთჯერად ბოთლებს და მივასწავლი სად იყიდოს. თქვენც მოუტანეთ.
ფოტო გადაღებულია ისევ დიღმის მასივში, ბებო დავფარე ცხადია"- წერს ანა მიქაიძე-ჩიკვაიძე. მის პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი ნაწილი მას აკრიტიკებს, ნაწილი კი ეთანხმება.
"20 თეთრიანი უხმარი ბოთლები იყიდება ყველა ბაზარში, რაც უკეთესი ალტერნატივაა ვიდრე ნახმარი ბოთლის გამოყენება. ან შუშის ბოთლში რაც ყველას აქვს სოფელში, მისი გასტერილება ბევრად მარტივია. თუ უნდა ავარჩიო სანტეს ვიყიდი ისევ კი, ვიდრე ქუჩაში ბინძურ ასფალტზე დაყრილ გამოყენებულ ფოთლებში ჩასხმულ გაურკვეველი წარმომავლობის, დაინფიცირებულ რძეს" - წერს ჩიკვაიძე.