ავტორი:

"მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ... კუალა ლუმპურის აეროპორტში დააკავეს ორი ქართველი ქალბატონი... ავტომატურად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ... კუალა ლუმპურის აეროპორტში დააკავეს ორი ქართველი ქალბატონი... ავტომატურად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2009 წელს მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როცა კუალა ლუმპურის აეროპორტში ორი ქართველი ქალი დააკავეს.

  • "მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ. 2009 წელს კუალა ლუმპურის აეროპორტში დააკავეს ორი ქართველი ქალბატონი, 2 კილოგრამი კოკაინით. მალაიზიის კანონმდებლობა ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის ავტომატურად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას.

მანამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოახრჩვეს ბრიტანეთის და ავსტრალიის მოქალაქეები.

მოკლედ, ამ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან შავი ბედი ელოდათ. ჩვენი მხრიდან, საქმე ჩავაბარეთ გენერალური პროკურატურის ბრწყინვალე მოადგილეს, დათო საყვარელიძეს. მე ადრე ნამყოფი ვიყავი მალაიზიაში და ცოტათი ვიცნობდი იქაურ სიტუაციას.

ზურა ადეიშვილთან ერთად მოვიფიქრეთ შემდეგი - ამ ქალებს დათომ აზერბაიჯანის კონსულის მეშვეობით გადასცა, რომ უარი ეთქვათ რუსულად ან ინგლისურად ლაპარაკზე და განეცხადებინათ, რომ მხოლოდ ქართული ესმით.

მალაიზია დღევანდელი საქართველო არაა და იქ სასამართლო იცავს კანონს, შესაბამისად დარწმუნებული ვიყავით, რომ იქ არ იარსებებდა სერტიფიცირებული სასამართლო თარჯიმანი ქართულიდან და ამის გარეშე გასამართლებას ვერ შეძლებდნენ.ჩვენი გათვლა ზუსტი აღმოჩნდა, რამდენიმე ხნის შემდეგ დათოს შეხვდა იქაური პროკურორი და უთხრა მოდი პროცესის გამართვის გარეშე, მხოლოდ ორ წლიან სასჯელი დათანხმდნენ და ძირითად ბრალს აღარ წავუყენებთო.

დათომ და მალაიზიელმა პროკურორმა ხელი დაარტყეს და ამგვარად ქალების სიცოცხლე გადარჩა.

ორი წლის შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ და ეგრევე "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში მოეწყვნენ სამუშაოდ. ამბობდნენ ძალიან აქტიურები არიანო.აი ასეთებიც ხდება", - წერს მიხეილ სააკაშვილი.