ავტორი:

რუსეთის ციხეში გარდაიცვალა პოლიტპატიმარი, რომელიც 2 წლის წინ, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო დააკავეს

რუსეთის ციხეში გარდაიცვალა პოლიტპატიმარი, რომელიც 2 წლის წინ, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო დააკავეს

რუსეთის ციხეში გარდაიცვალა 64 წლის პოლიტპატიმარი ოლეგ ტირიშკინი,, რომელიც 2 წლის წინ, სოციალურ ქსელ “ВК“-ში დაწერილი კომენტარის გამო დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულია, თუმცა უცნობია სად იმყოფებოდა ტირიშკინი სიკვდილის მომენტში. სავარაუდოდ, ის ბოლოს კემეროვოს ოლქში იმყოფებოდა

ოლეგ ტირიშკინი მეშახტე და პროფკავშირული აქტივისტი იყო. სასამართლომ მას 2 წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა 2024 წლის დეკემბერში - “ტერორიზმის საჯარო გამართლების“ მუხლით მიუსაჯა. მიზეზი კი ის იყო, რომ ტირიშკინმა რუსულ სოციალურ ქსელ “Вконтакте“-ში დაწერა კომენტარი 2004 წელს ახმატ კადიროვის დაღუპვის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტირიშკინი არ უარყოფდა კომენტარის ავტორობას, თუმცა ბრალს არ აღიარებდა და ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა. ის ამტკიცებდა, რომ მისი სიტყვები ემოციური ხასიათის იყო.

სასამართლო პროცესი ტირიშკინის წინააღმდეგ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომები რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო: მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მათ შორის თავის ტვინის კისტა.

წყარო