ხვალ, 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი.
არჩევის წესს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება აწესრიგებს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მკაფიოდ არის განსაზღვრული წესები, რომლითაც ახალი პატრიარქი ირჩევა. დღეს მოქმედი დებულების თანახმად:
ესენი არიან:
შიო მუჯირი (57 წლის)
იობ აქიაშვილი (65 წლის)
გრიგოლ ბერბიჭაშვილი (69 წლის)
ნიკოლოზ ფაჩუაშვილი (65 წლის)
თეოდორე ჭუაძე (58 წლის)
საბა გიგიბერია (59 წლის)
დიმიტრი შიოლაშვილი (65 წლის)
ანტონი ბულუხია (69 წლის)
სტეფანე კალაიჯიშვილი (67 წლის)
ზენონ იარაჯული (54 წლის)
მელქისედეკ ხაჩიძე (50 წლის)
გრიგოლ კაცია (53 წლის)
საბა ინწკირველი (44 წლის)
დანარჩენი მღვდელმთავრებიდან, რომელთაც აქვთ სასულიერო განათლება (დანიელი, აბრაამი, ანანია, ზოსიმე, გიორგი შალამბერიძე და იოანე გამრეკელი), ყველა 70 წელს ზემოთ ასაკისაა, რის გამოც ისინი ვერ ხვდებიან ორივე კრიტერიუმის თანაკვეთაში, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე არ შეიცვალა სინოდის დაგეგმილ სდომაზე, რომელზეც უნდა შეირჩეს პატრიარქობის 3 კანდიდატი.
არსებული ინფორმაციით, შესაძლოა სწორედ ამ სხდომაზე მოხდეს კანდიდატობის არსებული კრიტერიუმების დაზუსტება.

რამდენიმე დღის წინ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, ანტონ ბულუხიამ განმარტა პირველ ეტაპზე არჩევნების პროცედურის დეტალები:
"მოდი, ჩემებურად აგიხსნით არჩევნების პროცედურას: დაახლოებით ისე როგორც "ინდაური მის ჭუკს ისე აუხსის არწივის ნათქვამს, რომ ჭუკმა გაიგოს“.
საპატრიარქო კანდიდატის შერჩევის პროცედურა იყოფა ორ ეტაპად.
საპატრიარქო არჩევნების 1-ლი ეტაპი გაიმართება 28 აპრილს წმ. სინოდის სხდომაზე;
ამ კრებაზე შეირჩევა სამი საპატრიარქო კანდიდატი. ამ დღეს, შევიკრიბებით 39-ი მღვდელმთავარი, რომელნიც ფარული კენჭისყრით გამოვირჩევთ, თუ ვის მივიჩნევთ ჩვენი შეხედულებით, მომავალ საპატრიარქო კანდიდატად.
ასე დამთავრდება 1- ლი ეტაპი, რომლის შედეგად მოხდება სამი კანდიდატის გამორჩევა.
ახლა განსაჯეთ, რომელ გარე ძალას და როგორ შეუძლია აქ ზემოქმედება?! გამორიცხულია!!!
ანუ 28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი!
ეს სამი კანდიდატი გადის უკვე გაფართოებულ კრებაზე, სადაც გაიმართება არჩევნების მე-2 ტური და და აქაც არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები, რადგან მხოლოდ მათ აქვთ საარჩევნო ხმის უფლება", - დაწერა მიტროპოლიტმა.
იხილეთ ასევე:
\