სასექსის ჰერცოგინიამ, რომელიც ლომის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული, თავის ინსტაგრამ ანგარიშზე “Astrology Is For Everyone-ის“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორი მამაკაცი სელინ დიონის 1999 წლის ჰიტზე “That's The Way It Is“ ცეკვავდა.
პოსტში ნათქვამია: “კურო, ლომი, მორიელი და მერწყული 25 აპრილს თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთულ 7 წელს ასრულებენ“.
44 წლის მარკლმა ასევე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ლომებისთვის 25 აპრილის მნიშვნელობაზე წერია.
“შენმა თავდაჯერებულობამ ისეთი დარტყმები განიცადა, რომლის ატანაც მას არ შეეძლო. შენ ეჭვქვეშ დააყენე შენი შემოქმედებითი მიმართულება, შენი ყურადღების ცენტრში ყოფნა, შენი ღირებულება. 25 აპრილს გეძლევა სივრცე, რომ უბრალოდ იარსებო, ბრძოლის გარეშე,“ - ვკითხულობთ პოსტში.

ცნობილია, რომ სასექსის ჰერცოგინია ასტროლოგიური თემებით ხშირად ინტერესდება.
ამ თვის დასაწყისში მან პრინც ჰარისთან ერთად ახალგაზრდული ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციაში სტუმრობისას ონლაინ ბულინგზე ისაუბრა და თქვა, რომ “10 წლის განმავლობაში ყოველდღე ბულინგის და ონლაინ თავდასხმის მსხვერპლი იყო."

გასულ კვირას მეგან მარკლი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც 64 დოლარიანი სანთლების ბიზნესის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლებიც მისი შვილების, 6 წლის პრინცი არჩისა და 4 წლის პრინცესა ლილიბეტის შთაგონებით იყო შექმნილი.
სასახლის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნულ ნაბიჯს “ტიტულების აღმაშფოთებელი გამოყენება“ უწოდა.