ავტორი:

მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლის ნინო სახელაშვილის გრანდიოზული ქორწილი ბათუმში - ფოტო/ვიდეო

მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლის ნინო სახელაშვილის გრანდიოზული ქორწილი ბათუმში - ფოტო/ვიდეო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილს, რომელიც გამოცემა “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გახმაურებულ “სისხლის სამართლის საქმეს განიხილავდა, გუშინ ქორწილი ჰქონდა, რისი ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მისი რჩეული ადვოკატი მამუკა მახარაძეა, რომლის სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ ისინი კარგა ხანია შეყვარებულები არიან.

გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალის მიხედვით, საკმაოდ ხალხმრავალი ქორწილი ბათუმში გაიმართა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი 1989 წლის 9 აგვისტოს ქუთაისშია დაბადებული.

2022 წლის მარტიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.