სახელმწიფო იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა საქართველოში 2021 წლიდან მოქმედებს და ბენეფიციარებს 5 წლის განმავლობაში უფარავს სესხის საპროცენტო სარგებლის ნაწილს (6%-დან 8%-მდე, რეფინანსირების განაკვეთიდან გამომდინარე).
პროგრამა განკუთვნილია 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილის მქონე ოჯახებისთვის/მშობლებისთვის.
პროგრამა განკუთვნილია 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილის მქონე ოჯახებისთვის/მშობლებისთვის.
ვალუტა: მხოლოდ ეროვნული ვალუტა (ლარი).
სესხის მაქსიმალური თანხა: 200,000 ლარი.
სუბსიდირების ვადა: 5 წელი.
მიზნობრიობა: პირველადი/მეორადი ბინის შეძენა ან კერძო სახლის აშენება.
ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, რომელსაც სესხის აღებისას ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი.
ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი.
ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, რომელმაც 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ იშვილა არასრულწლოვანი პირი.
აღსანიშნავია, რომ სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარს შეადგენს.