მთიულეთში, კერძოდ სოფელ გვიდაქეში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. უმძიმესი დანაშაული 25 აპრილს, საღამოს მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, გიორგი (გოგა) ბუჩუკური. მომხდარზე სტატიას kvirispalitra.ge ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაცია მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.
“მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ზ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, 4 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცივი იარაღით ჭრილობები ოთხივე მათგანმა მიიღო.
ერთ-ერთი დაჭრილი - 1979 წელს დაბადებული გ.ბ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე სამივე პირი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ გ.ბ.-ს სასიკვდილო დაზიანება 1991 წელს დაბადებულმა ლ.ზ.-მ. მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული ლ.ზ. შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდეგ, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საქმეზე დამატებითი დეტალების დადგენისა და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კონფლიქტი სუფრაზე დაწყებულა. სოფელი გვიდაქე სოფელ ქვეშეთის თემის შემადგენლობაში შედის. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი გაგვეგო მომხდარზე, მაგრამ მერის წარმომადგენელმა გიორგი ნაზღაიძემ ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.
დავუკავშირდით ერთ-ერთ ადგილობრივს. ის ადასტურებს, რომ მოკლული 47 წლის გიორგი ბუჩუკურია, რომელიც ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა. გიორგი მშობლიურ კუთხეში დღესასწაულის აღსანიშნავად ჩავიდა და სწორედ იქ დატრიალდა ეს უმძიმესი ტრაგედია.
“სოფელ გვიდაქეში არის წმინდა გიორგის ქაშვეთის საყდარი, ქაშვეთობას იკრიბებიან ადგილობრივები, მთელმა მთიულეთმა იცის ეს დღესასწაული რომ აღინიშნება და სხვებიც მოდიან ხოლმე, მაგრამ ძირითადად ჩვენი გვარის წარმომადგენლები, ბუჩუკურები. იქ არის ჩვენი საგვარეულოს სალოცავები. ხატობა და ქაშვეთობა აღინიშნება კვირაცხოვლობის მომდევნო შაბათ-კვირას. შაბათს ხატობაა, კვირას ქაშვეთობა. გვიდაქე არის მეწყერსაშიში სოფელი, ამიტომ დატოვა სოფელი მოსახლეობამ, ეკომიგრანტები არიან, ამ დღესასწაულზე ისინი ამოდიან სალოცავში და იკრიბებიან გვარის წარმომადგენლები ქალები და კაცებიც. ასევე ცალკე არის კაცების სალოცავიც, სადაც მარტო მამაკაცები იკრიბებიან. მერე სუფრა იშლება და აღნიშნავენ ერთად ადგილობრივები ამ დღეს. სწორედ ეს დღე აღინიშნებოდა გუშინ, იქ ყოფილა ჩამოსული გიორგი ბუჩუკური და მისი ძმაც, რომელიც ასევე დაჭრილია. გააგრძელეთ კითხვა