რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"მსურს საუბარი იმით დავიწყო, რომ გასულ კვირას ირანის უზენაესი ლიდერისგან წერილი მივიღე. ვხედავთ, როგორ მამაცურად და გმირულად იბრძვის ირანელი ხალხი თავისი დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის“, - განაცხადა პუტინმა არაღჩისთან შეხვედრაზე.
აბას არაღჩიმ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთს ირანის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"უზენაესმა ლიდერმა და პრეზიდენტმა ფეზეშქიანმა მთხოვეს, რომ თქვენთვის საუკეთესო სურვილები გადმომეცა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.