საზოგადოების ყურადღების ცენტრში ცნობილი ბიზნესმენის, ქართლოს დიასამიძის შვილის, თამთას და ტატო ქოქოლაძის ქორწინება მოექცა - ღონისძიება ნატახტარში გაიმართა, სადაც ამ ქორწილისთვის სპეციალურად, ვილა მოსავლის ივენთ ჰოლი აშენდა.

გრანდიოზულ ღონისძიებაზე სტუმრებს შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები, ასევე შოუბიზნესისა და ბიზნეს სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან.

ღონისძიებას კომოზეც და საქართველოში სრულ ორგანიზებას უწევდა Amelie Event-ის გუნდი, 5 და 6-მეტრიანი სპეციალური დეკორაციები, გრანდიოზული თაღები, 300-მდე განათება და კედლებზე 3D პროექცია, რომელიც ქართულ ქორწილში ჯერ არ ყოფილა - პროექტისთვის ერთი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ღონისძიების თემა ასიათასი ვარდი იყო, რომელიც ცერემონიასა თუ გალა დინერზე სხვადასხვა კომპონენტით იყო გამოყენებული, წითელი ხალიჩიდან დაწყებული, კედლებზე 3D პროექციით დამთავრებული.

ნიკა ნიკვაშვილის ორკესტრთან ერთად კი თავად პატარძალმა, თამთამ, ამაღელვებლად იმღერა სცენიდან და დარბაზი აატირა. არც სიძეს დაუტოვებია სტუმრები სიურპრიზის გარეშე და სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი ნომრები წარადგინა - ეს კი ერთმანეთისგან სრულიად მოულოდნელად გააკეთეს.
საქართველოში პირველად იყო გამოყენებული 3D პროექტირება ქორწილში, რომელიც მიშა ქორიძის გუნდმა და ლუმენმა, ამელი ივენთსთან ერთად შექმნა. 300 -მდე განათების მოწყობილობა ჭერში სპეციალურად ღონისძიებისთვის დამონტაჟდა, შეიქმნა განათების დიზაინი და პროგრამა, რომელიც ხმას, შუქს და მოქმედებას სინქრონულად იმეორებდა.
ამ შოუ ეფექტებით განსაკუთრებულად შთამბეჭდავი გახდა წყვილის პირველი ვალსი და ქართული ცეკვა. ვიდეოზე ირაკლი კიკვიძის ხელმძღვანელობით Timeless wedding films მუშაობდა, ფოტოს კი სოფო პაპიაშვილი და კირილ შევჩენკო იღებდნენ. პროცესებში ჩართულები იყვნენ სარეკლამო სააგენტო სიგნალი - Signal, lost and found, თამარ ხორხელი და ლუმენი, მიშა ქორიძის გუნდით.

ნახეთ დეტალები ვიდეოში:

@amelieflowersshop wedding in Georgia #extra #lovers #bride @AmelieEvents🪩 ♬ WHERE IS MY HUSBAND! - RAYE

(R)