შრი-ლანკის აეროპორტში 22 ბუდისტი ბერი დააკავეს მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მათ ბარგში 110 კგ კანაფი აღმოაჩინეს.
ბერები, რომლებიც ძირითადად სტუდენტები იყვნენ, ტაილანდიდან ბრუნდებოდნენ მას შემდეგ, რაც ანონიმურმა პირმა 4 დღით უმასპინძლათ და ხარჯებიც სრულად დაფარა.
კიდევ ერთი, 23-ე ბერი, რომელიც სავარაუდოდ, ამ მოგზაურობის ორგანიზატორი იყო, კოლომბოს ერთ-ერთ გარეუბანში დააკავეს. პოლიციის პრესსპიკერი თქმით, მან დანარჩენ ბერებს უთხრა, რომ "ეს ამანათები შემოწირულო" იყო და როდესაც მათ შრი-ლანკაში ჩაიტანდნენ, მათ წასაღებად ფურგონი მივიდოდა.
დაკავებულებს 7-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ბერებმა შესაძლოა, არც იცოდნენ, რომ ნარკოტიკები გადაჰქონდათ.