გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ირანი გამოცდილია იმაში, რომ მოლაპარაკებები არ აწარმოოს.
"ვერ ვხედავ, კონფლიქტიდან გამოსვლის რა სტრატეგიას ირჩევენ ამერიკელები. ნათელია, რომ მოლაპარაკებებში ირანელები ძალიან გამოცდილები არიან, ან უფრო ზუსტად იმაში, რომ მოლაპარაკებები არ აწარმოონ“, - განაცხადა მერცმა.
"ირანის ხელმძღვანელობა, ე.წ. რევოლუციის გვარდია მთელ ქვეყანას (აშშ-ს) ამცირებს. ვიმედოვნებ, რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულდება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.