ავტორი:

ესპანეთში, სევილიაში ატრაქციონის ბაგირი გაწყდა - "კაბინაში 4 ადამიანი იმყოფებოდა": რა დეტალებია მომხდარზე ცნობილი

ესპანეთში, სევილიაში ატრაქციონის ბაგირი გაწყდა - "კაბინაში 4 ადამიანი იმყოფებოდა": რა დეტალებია მომხდარზე ცნობილი

სოციალურ მედიაში პოპულარულ ესპანურ ბაზრობაზე გადაღებული ტრაგიკული მომენტის ამსახველი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ წყდება ბაგირი ერთ-ერთ ატრაქციონზე.

ატრაქციონზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ორი ბავშვი - ისინი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.

შემთხვევა გასულ პარასკევს, საღამოს, სევილიის “აპრილის ბაზრობაზე“ (Feria de Abril) მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, “ბანჯი-ჯამფინგის“ სტილში მოწყობილ ატრაქციონზე მოულოდნელად ბაგირი გაწყდა, რის შედეგად 90 მეტრის სიმაღლეზე მყოფი კაბინა, ძირს დაეშვა და ატრაქციონის ფოლადის კონსტრუქციას შეასკდა .

წყარო