სამხრეთ სუდანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (SSCAA) განცხადებით, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი თოთხმეტივე ადამიანი დაიღუპა.


თვითმფრინავი ორშაბათს 27 აპრილს, დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
თვითმფრინავი (Cessna 208 Caravan) კომპანია CityLink Aviation Ltd-ს ეკუთვნოდა. მის ბორტზე სამხრეთ სუდანის 12 და კენიის 2 მოქალაქე იმყოფებოდა.