Reuters-ის ცნობით, ნატო გეგმავს, თავიდან აიცილოს ტრამპთან პოტენციურად დაძაბული შეხვედრები მისი საპრეზიდენტო ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ყოველწლიური სამიტები გააუქმოს.
ამის შესახებ გამოცემა ექვს წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროებმა განმარტეს, რომ სამიტების სიხშირის შემცირება ხელს შეუწყობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პოტენციურად დაძაბული შეხვედრების თავიდან აცილებას.
ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “ალიანსი გააგრძელებს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების რეგულარულ შეხვედრებს, ხოლო ქვეყნები სამიტებს შორის უსაფრთხოების კონსულტაციებს გამართავენ“.
კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ეკუთვნის.
“ზოგიერთი ლიდერი თანახმაა სამიტების ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ტრამპის საქციელი იყო,“ - წერს Reuters-ი.
ცნობისთვის, წელს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7-8 ივლისს გაიმართება.
ნატოს მოკავშირეებს შორის დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია ალიანსთან კონსულტაციის გარეშე დაიწყო და პარტნიორები არასაკმარისად დახმარების გაწევაში დაადანაშაულა.