ავტორი:

ცეცხლის ალში გახვეული რუსეთის რეგიონი - უკრაინამ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში: ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან (ფოტო)

ცეცხლის ალში გახვეული რუსეთის რეგიონი - უკრაინამ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში: ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან (ფოტო)

რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში დრონებმა საზღვაო ტერმინალსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ “ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ორი საათის განმავლობაში ათზე მეტი ხმამაღალი აფეთქების ხმა გაიგონეს.

ამასთან, ერთ-ერთ რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

ნავთობტერმინალის დაბომბვის შედეგად, საწვავის 4 რეზერვუარში ამ დრომდე ხანძარია.

უკრაინამ ტუაფსეს საზღვაო ნავთობტერმინალზე იერიში ბოლო პერიოდში არაერთხელ მიიტანა - 16 აპრილს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას თითქმის 4 დღე დასჭირდა და ცეცხლი საბოლოოდ 19 აპრილს ჩააქრეს. თუმცა, 20 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პორტზე საჰაერო იერიში კვლავ მიიტანეს, რის შედეგადაც ხანძარი ისევ გაჩნდა