დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, მეუფე ზენონის განცხადებით, მას ჰყავს პატრიარქობის საკუთარი კანდიდატი.
“ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ იმ პროცესზე, რომელიც იქნება სინოდზე. რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან კანდიდატი არსებობს. შედეგი იმის მიხედვით იქნება ნაჩვენები, როგორი პროცესიც იქნება და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ მღვდელმთავრები.
რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ჩემი პოზიცია ის იყო, რომ ეს ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, იმიტომ, რომ ამის ხელშემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა მეუფე ზენონმა.
ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს. საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება.
პატრიარქის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 17 მარტს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
იხილეთ ასევე: