ავტორი:

უკრაინაში აცხადებენ. რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული "ჩრდილოვანი ფლოტის" გემი ისრაელის პორტში შევიდა: რას პასუხობს ისრაელი?

უკრაინაში აცხადებენ. რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული  "ჩრდილოვანი ფლოტის" გემი ისრაელის პორტში შევიდა: რას პასუხობს ისრაელი?

უკრაინასა და ისრაელს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გრძელდება - როგორც უკრაინაში აცხადებენ. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული გემის ისრაელის პორტში შევიდა.

  • 14 აპრილს უკრაინამ ისრაელისგან ოფიციალური განმარტება მოითხოვა. კიევის შეფასებით, გემი რუსეთის„ "ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის და მას ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან მოპარული ხორბალი გადააქვს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ისრაელი საჯაროდ გააფრთხილა და მოუწოდა არ დაუშვას გემის გადმოტვირთვა.

"ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლებრივი ზომების სრული სპექტრი. მოპარული საქონლის გათეთრების პრაქტიკა მიუღებელია. ვაკვირდებით გემს და არ ვაპირებთ მის იგნორირებას. თუ მას გადმოტვირთავენ, ამას სერიოზული დიპლომატიური და სამართლებრივი შედეგები მოჰყვება", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა უკრაინის განცხადებებს X-ზე უპასუხა. მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობები მეგობარ ქვეყნებს შორის არ უნდა წყდებოდეს საჯარო განცხადებებსა და სოციალურ ქსელებში გაკეთებული კომენტარებით.

საარმა აღნიშნა, რომ ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე მიუღებელია და უკრაინას მათ დასადასტურებლად ჯერ საჭირო მასალა არ წარმოუდგენია.

"საქმე განიხილება", - განაცხადა მან და დაამატა, რომ ისრაელი სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც გადაწყვეტილებები დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიიღება.

წყარო