ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი პასუხობს კითხვას "კვარას" პსჟ-დან შესაძლო წასვლის შესახებ. ხვიჩას მამა ამბობს, რომ ფეხბურთელი პარიზში ბედნიერია და არ ფიქრობს სხვა გუნდში წასვლაზე. ამის შესახებ ბადრი კვარაცხელიამ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
"ის ამაზე არ ფიქრობს. ის პარიზშია ბედნიერი, სადაც ძალიან აფასებენ და პატივს სცემენ.
თუ პსჟ-ს გაგრძელება აღარ ენდომება, ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება", - აღნიშნა ბადრი კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი გაიმართება, სადაც პსჟ-ბაიერნს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.