ავტორი:

16 წლის თორნიკე კვარაცხელიამ "დინამოს" მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშა - "ქეცბაია გეგმავს, ის განაცხადშიც შეიყვანოს"

16 წლის თორნიკე კვარაცხელიამ "დინამოს" მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშა - "ქეცბაია გეგმავს, ის განაცხადშიც შეიყვანოს"

Geo Team -ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ, ფეხბურთელმა თორნიკე კვარაცხელიამ “დინამო თბილისის“ მთავარ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მიიღო.

“თემურ ქეცბაიამ 16 წლის თორნიკე კვარაცხელია დინამო თბილისის მთავარ გუნდთან ერთად დღეს პირველად ავარჯიშა.

მთავარი მწვრთნელი მომდევნო მატჩებში ახალგაზრდა ფეხბურთელის სამატჩო განაცხადში შეყვანასაც განიხილავს,“ - წერს Geo Team-ი.

  • მანამდე, თბილისის "დინამოს" ახალ მწვრთნელად დანიშვნასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ქეცბაიას თორნიკე კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს კითხვა. ქეცბაიას ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა მას ძირითად გუნდში მოხვედრის შანსი.

"ნაადრევი არაფერი არ არის. ჩვენ მაგაზე ლაპარაკი გვქონდა. ჯერ მხოლოდ 2 დღეა გუნდში ვართ და გვექნება მაგის დრო, რომ ყველაფერში გავერკვეთ. ყველა იმ ნიჭიერ და ახალგაზრდა ფეხბურთელს ვნახავთ.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის არის. რა თქმა უნდა, 10 წლის ბავშვს ვერ მოვიყვანთ, მაგრამ 16-17 წლის ბავშვი უკვე მზად არის იმისთვის, რომ პირველ გუნდში მოხვდეს. შეიძლება ვერ ითამაშოს, მაგრამ ვარჯიშის საშუალება მაინც ექნება.

როდესაც რომელიმე ფეხბურთელი ნიჭიერია, ყველანაირად ხელი უნდა შეუწყო, რადგან მისი ოსტატობა კიდევ უფრო გაიზარდოს. გვაქვს მაგალითები სალიას სახით, რომელმაც ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო თამაში და "ნიუკასლის" სახით ძალიან მაღალი დონის გუნდში წავიდა, რადგან დაიმსახურა და იმედი მაქვს, ქართულ ფეხბურთს კარგ სახელს მოუტანს", - თქვა ქეცბაიამ.