ათენის პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელმაც ქალაქის ცენტრში, სოციალური დაცვისა და სასამართლოს შენობაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე, 4 ადამიანი დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 89 წლისაა.
ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც, მათი თქმით, სოციალური დაცვის ოფისთან მდებარე მაღაზიიდან არის აღებული. ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც მშვიდად კვეთს ქუჩას და მარჯვენა ხელში მოკლე ლულის მქონე იარაღი აქვს.
ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა თოფი უკვე იპოვეს
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც ბერძნული მედია წერს, თავდამსხმელმა სასამართლოში სროლის შემდეგ დატოვა კონვერტი, სადაც სავარაუდოდ, მისი ქმედების მიზეზია განმარტებული.