საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ერის სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკანასკნელ გზაზე გააცილა, საზოგადოების ყურადღებით აკვირდება პროცესებს, თუ ვინ გახდება პატრიარქი და როგორი გადანაწილდება ხმები, მომავალი ერის მამის სასარგებლოდ.
დღეს წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო.
დასრულდა დღევანდელი სინოდი. როგორც ყოველთვის სინოდის განჩინებას მოგვიანებით წაიკითხავს სინოდის მდივანი. დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა. სამი კანდიდატი იქნა გამორჩეული: მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. შემდგომში, მოგეხსენებათ, რომ ამ სამ კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენებს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. თარიღი არ არის ჯერ ცნობილი. რაც შეეხება იმას ვინ რამდენი ხმა აიღო, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა მიიღო 7-7 ხმა. ასევე დასახელდა კანდიდატად მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედექი.
დღევანდელ სხდომაზე მთავარი პრინციპული საკითხი რაც ამ თემებს გადაწყვეტდა იყო ის, რომ მართვა- გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით, ამის მიხედვით იხელმძღვანელა სინოდმა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
სინოდის სხდომა დასრულებულია.
რაც შეეხება გაფართოებული კრების თარიღს, ჯერჯერობით უცნობია.
იხილეთ ასევე: