ავტორი:

"თბილისში სავარაუდოდ, თხევადი გაზის სადგურები დაიკეტება... 170 ათასი მომხმარებელი გვყავს, ამ ადამიანებს რა პასუხი უნდა გავცეთ?!" -  ნიკა ხოფერია

"თბილისში სავარაუდოდ, თხევადი გაზის სადგურები დაიკეტება... 170 ათასი მომხმარებელი გვყავს, ამ ადამიანებს რა პასუხი უნდა გავცეთ?!" -  ნიკა ხოფერია

სავარაუდოდ, დედაქალაქში თხევადი გაზის სადგურები დაიკეტება“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ობიექტების დაჯარიმების პროცესი გრძელდება.

  • შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში უკვე თითქმის ერთი თვეა, თხევადი გაზის ავტოგასამართ სადგურებს აჯარიმებენ. ამ დროის განმავლობაში, ფულადი სანქცია რამდენიმე ათეულ სადგურს შეეხო, ობიექტების ნაწილმა კი ფუნქციონირება შეწყვიტა. საჯარიმო თანხის მოცულობა 2500-დან 5000 ლარამდე მერყეობს.

თხევადი გაზის სექტორი კრიზისში – რა ხდება ბაზარზე

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მონიტორინგი ახალი რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალების წესების დარღვევით განთავსება/რეალიზებას ეხება.

„მუნიციპალური ინსპექცია დედაქალაქში ატარებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს სხვადასხვა ლოკაციებზე, მათ შორის საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებში უნებართვოდ მოწყობილ თხევადი გაზის რეალიზების ობიექტებისა და ავტომანქანებზე კუსტარულად განთავსებული თხევადი გაზის ავტოგასამართი სადგურების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით უნებართვოდ ახორციელებენ საქმიანობას,“ - ნათქვამია მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ განუცხადა, ჯერჯერობით არ არსებობს ალტერნატიულ ლოკაციებზე გადასვლის გეგმა, რადგან აღნიშნულ პროცესს ინსპექციასთან სწორი კომუნიკაცია და ლოგიკური დრო სჭირდება.

"ვითარება უცვლელია. დაჯარიმებები გაფრთხილების გარეშე გრძელდება. მერიასთან კომუნიკაცია არ გვაქვს. გაუგებარია, ეს კანონი ჩვენ მიმართ, თანაც ამ ფორმით რატომ აამოქმედეს...განაგრძეთ კითხვა