კიმ ჩენ ინმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს უკრაინაში ტყვედ ჩავარდნის ასარიდებლად სუიციდი ევალებათ. ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg-ი ავრცელებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე დაყრდნობით.
“გმირებმა უყოყმანოდ აირჩიეს საკუთარი თავის აფეთქება და სუიციდური თავდასხმა დიდი პატივის დასაცავად. ისინი არ ელოდნენ რაიმე კომპენსაციას, თუმცა გამორჩეულად იმოქმედეს. ისინი გმირულად დაიღუპნენ”, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.