ავტორი:

ტრაგედია მარნეულში - მოზარდს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა

ტრაგედია მარნეულში - მოზარდს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა

მარნეული-ბოლნისის ავტომაგისტრალის სოფელ ცურტავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 11 წლის ბავშვს დაეჯახა. როგორც ცნობილია, ავარიაში მონაწილე მძღოლმა მოზარდი კლინიკაში თავად გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.