NASA-მ მორიგი გეგმა გაამჟღავნა, რომლის მიხედვითაც კოსმოსური სააგენტო უახლოეს მომავალში მთვარეზე “ცეცხლს დანთებას“ აპირებს.
იმ მრავალი საფრთხეს შორის, რაც კოსმოსის ვაკუუმში მოგზაურობას ახლავს თან, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ საშიშროებას ცეცხლი წარმოადგენს. ეს იმიტომ ხდება, რომ დაბალი გრავიტაციის პირობებში (როგორიც მაგალითად მთვარეზე ან საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე არსებობს ) სტიქია სრულიად სხვანაირად იქცევა, ვიდრე დედამიწაზე. შედეგად, ისეთი მასალებსაც კი, რომლებიც დედამიწაზე არ იწვის, კოსმოსში შეიძლება ცეცხლი ძალიან დიდხანს ეკიდოს.
NASA-ს მკვლევრები მთვარის ზედაპირზე აალებადობის პირველი ტესტის ჩატარებას მიმდინარე წლის ბოლოს გეგმავენ. მთვარის კომერციული ტვირთების გადაზიდვის პროგრამის (CLPS) ფარგლებში დედამიწის თანამგზავრზე ჰერმეტული კამერა გაიგზავნება ოთხი სხვადასხვა საწვავის ნიმუშით.
იქიდან გამომდინარე რომ, NASA 2028 წლისთვის, “Artemis IV“ მისიის ფარგლებში, მთვარეზე დაბრუნებას აპირებს, მეცნიერების თქმით, აღნიშნული ტესტები ასტრონავტების უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს.

რატომ იქცევა ცეცხლი კოსმოსში განსხვავებულად?
დედამიწაზე ცეცხლის ფორმასა და გავრცელებას ჰაერის ნაკადები და გრავიტაცია განსაზღვრავს. დედამიწის მიზიდულობის გავლენის გარეშე ეს ფაქტორები მკვეთრად იცვლება.
დედამიწაზე: გრავიტაციის გამო ცხელი, ნაკლებად მკვრივი ჰაერი მაღლა იწევს, ქვემოდან კი შედარებით გრილი, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი შეედინება. ამ პროცესმა ზოგჯერ შეიძლება ე.წ. “ჩაქრობის ეფექტი“ (blowoff) გამოიწვიოს, როდესაც ჰაერის ძლიერი ნაკადი სუსტ ალს აქრობს.

მთვარეზე: გრავიტაცია ექვსჯერ სუსტია, ამიტომ წვის პროცესი ბევრად ნელა მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ ჟანგბადის ნაკადი სრულიად საკმარისია მცირე ალის შესანარჩუნებლად, მაგრამ ის ისეთი ძლიერი ვერ იქნება, რომ ცეცხლი ჩააქროს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მთვარის ბაზებზე ასტრონავტები დედამიწის მსგავსი წნევის მქონე ჟანგბადით სავსე გარემოში იცხოვრებენ, ნებისმიერი მცირე აალებაც კი შეიძლება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს.

დღეისათვის მასალების უსაფრთხოების შემოწმების მიზნით NASA ე. წ. NASA-STD-6001B ტესტს იყენებს, რომლის დროსაც ნიმუშის ძირში 15 სმ სიგრძის ალს ანთებენ, თუ წვის პროცესში ალის სიგრძე 15 სანტიმეტრს ასცდება ან მასალას ცეცხლმოკიდებული ნამწვები ძირს ჩამოცვივა ეს ნიშნავს, რომ ნიმუშმა ტესტირება ვერ გაიარა.

თუმცა აღნიშნული ტესტი კოსმოსის რეალობას ვერ ასახავს. მიკროგრავიტაციის პირობებში ცეცხლი “ზემოთ“ არ მიემართება , რადგან რეალურად ამ დროს მცნებები “ზევით“ ან „ქვევით“ საერთოდ არ არსებობს. ამის ნაცვლად, ალი სფერული ბურთის ფორმას იღებს და ნელა ფართოვდება.

სიმულაციების დროს ISS-ზე ასტრონავტებმა სპეციალურ მოწყობილობაში ათასზე მეტი მცირე ცეცხლის კერა დაანთეს, მაგრამ უსაფრთხოების ზომების გამო, დიდი ალის გაჩაღება შეუძლებელი გახდა.

ყველაზე მასშტაბური გამოცდების ჩატარება “Cygnus“-ის, ერთჯერადი ამერიკული უპილოტო სატვირთო კოსმოსური ხომალდის საშუალებით მოხერხდა, “Saffire“ -ის ტესტის ფარგლებში მკვლევარებმა მოახერხეს და სანამ ხომალდი ატმოსფეროში დაიწვებოდა მის შიგნით ბამბის, მინაბოჭკოვანი და აკრილის ქსოვილები დაწვეს. ამან უცნაური მოვლენები გამოავლინა, მაგალითად, ალი ზოგჯერ ჰაერის ნაკადის საპირისპიროდ ვრცელდებოდა, ხოლო თხელი მასალების წვის დროს უფრო მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.