ავტორი:

გიჟური მატჩი "პარკ დე პრენსზე" და კვარაცხელიას ულამაზესი თამაში -  პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ბაიერნს" ამარცხებს

გიჟური მატჩი "პარკ დე პრენსზე" და კვარაცხელიას ულამაზესი თამაში -  პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ბაიერნს" ამარცხებს

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში პსჟ "ბაიერნს" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 3:2.

გუნდები ასეთი ძირითადი შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:

  • პსჟ

საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, დუე, კვარაცხელია, დემბელე.

  • "ბაიერნი"

ნოიერი, დევისი, ტა, უპამეკანო, სტანიშიჩი, პავლოვიჩი, კიმიხი, დიასი, მუსიალა, ოლისე, კეინი.

შეხვედრა "პარკ დე პრენსზე" თბილისის დროით 23:00 საათზე გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. მე-17 წუთზე მას მერე, რაც პსჟ-ს ძალიან სწრაფი შეტევა, რომელშიც კვარაცხელიაც მონაწილეობდა, გერმანელებმა ჩაშალეს, პარიზელების საჯარიმო მოედანზე მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა. დანიშნული თერთმეტმეტრიანი ჰარი კეინმა უშეცდომოდ შეასრულა და ანგარიში გაიხსნა.

მე-19 წუთზე "ბაიერნს" კიდევ ერთი რეალური შანსი მიეცა გოლის გატანის, მეკარესთან პირისპირ ოლისე გავიდა, თუმცა საფონოვმა შეძლო პსჟ-ს კარის გადარჩენა.

24-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან შეტევა წამოიწყო, ინდივიდუალური ტექნიკის ხარჯზე შევიდა "ბაიერნის" საჯარიმოში და ულამაზესი გოლი გაუტანა ნოიერს - შედეგად, ანგარიში 1:1 გახდა.

34-ე წუთზე პსჟ-მ კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა - ამჯერად ნოიერის კარში ნევეშის თავით დარტყმული ბურთი წავიდა. ჩვენი დროის ლეგენდამ შორეულ კუთხეში დარტყმულ ბურთს ვერ მისწვდა.

41-ე წუთზე კი "ბაიერნმა" ოლისეს გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის მიწურულს კი უკვე თერთმეტმეტრიანი "ბაიერნის" კარში დაინიშნა, თავისი შანსი გამოიყენა დემბელემ და პირველი ტაიმის ანგარიში 3:2 დააფიქსირა.